Babajana LOGO

მთავრობის ადმინისტრაცია - შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისის განსაზღვრა არ ნიშნავს, რომ ყველა შეზღუდვა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ამ ვადით იქნება აკრძალული და ის შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოიხსნას

23 მაისს 2020 17:16ნახვები 897წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოს მთავრობა ძალაში დატოვებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გამოცემულ დადგენილებაზე განმარტებას აკეთებს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.
"საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს,“ - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania