23/05/202 613 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"ოცნების" ახალი-ძველი სახეები - პარტიამ საპარლამენტო სიის შედგენა დაიწყო

„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო არჩევნების სიისთვის მუშაობა ხუთი თვით ადრე დაიწყეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ სიაზე მუშაობა დაწყებულია.
„ოცნების“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ და მაჟორიტარულ სიას ბიძინა ივანიშვილი დაამტკიცებს. დიდი მოთხოვნა საკუთარ კვოტაზე კობახიძე-მდინარაძის საპარლამენტო ჯგუფს, პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესა და პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას ექნებათ.
ირაკლი კობახიძე და მასთან ერთად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მისი მოადგილეებიც მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახა კუჭავა და გიორგი კახიანიც პროპორციულ გამსვლელ სიაში იქნებიან.
მმართველ პარტიას საარჩევნოდ ახალი სახეები და საზოგადოების თვალში რეიტინგული პერსონები სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი კანდიდატურა ამირან გამყრელიძეა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გამყრელიძემ წინადადებაზე უარი თქვა, თუმცა, მისი შვილის კანდიდატურა შეთავაზა.
ბევრად უფრო თამამები და პირდაპირები „ოცნების“ მაჟორიტარები არიან. კახა ოქრიაშვილი მეხუთედ მაჟორიტარობისთვის ემზადება. მეექვსე მოწვევის დეპუტატობისთვის ემზადება ენზელ მკოიანიც. დიმიტრი ხუნდაძე კი პარტიასთან კონსულტაციებს ჯერ არ ადასტურებს. მეოთხე მოწვევის დუპუტატობისთვის ემზადება გოჩა ენუქიძეც. თანაგუნდელების გადაწყვეტილებას ელოდება ირაკლის აბუსერიძეც. მეათე მოწვევის პარლამენტში იქნება პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანიც.
გაურკვეველია, ორ მაჟორიტარულ ოლქად გაყოფილი კახეთის ბედი.  ე.წ. კახური კლანის და ღარიბაშვილის გავლენა გადაწონის, თუ „ოცნების“ სხვა რომელიმე ლიდერი აჯობებს.
ამას გარდა, არიან „ოცნების“ ისეთი წევრებიც, რომლებსაც დეპუტატობა აღარ უნდათ, მათ შორის, იოსებ მაკრახიძეა. დეპუტატი აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილის მეგობარი და ორგზის „ოცნების“ მოწვევის დეპუტატი თემურ ჭკუასელიც.
ყველა სახელსა და გვარზე საბოლოო თანხმობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა გასცეს, რომელიც ეპიდემიის პირობებში TikTok-ის ვიდეო გარდა არსად არ გამოჩენილა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA