Babajana LOGO

ამირან გამყრელიძე - შეიძლება ეს არ გვსიამოვნებს, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები დარჩება

20 მაისს 2020 12:31ნახვები 683წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
სლოგანი, რაც დღემდე გვაქვს, - „ დარჩი სახლში“ თანდათანობით შეიცვლება სლოგანით - „ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად“. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებები საკმაოდ დიდხანს დარჩება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დარჩეს ხანგრძლივად.
როგორც გამყრელიძემ „ფეიბუქლაივის“ მიმართვისას განაცხადა, არავის სიამოვნებს პირბადით სიარული დაწესებულებებში, მაგრამ დაწესებულებებში და შეკრებების დროს პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის გათვალისწინება დიდხანს დარჩება.
„ხომ იცავთ წესს სასურსათო მაღაზიებში შესვლისას, ძალიან კარგი იყო, რომ ამ წესს ჩვენი საზოგადოება იცავდა და იცავს. ახლა, უკვე თანდათან სხვა ტიპის მაღაზიები იხსნება. ჯერ არსად ვყოფილვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები გაიხსნა. როგორც ვიცი, იქაც ძალიან აქტიურად იცავენ წესებს, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს ერთდროულად დახურულ სივრცეში, ადამიანებს შესვლისას უზომავენ ტემპერატურას, ხელები სანიტაიზერებით მუშავდება. შეიძლება, ეს არ გვსიამოვნებს, რადგან ესეც გარკვეული ტიპის შეზღუდვაა, მაგრამ ეს შეზღუდვები დარჩება. ყოველ შემთხვევაში, ამ შემოდგომაზე ნამდვილად იქნება, ვიცი. მერე კიდევ ვნახოთ. ამიტომ, შეზღუდვების მხრივ გარკვეული ღონისძიებები იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office