ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს
ამ წუთებში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში განიხილება. ანგარიშის ავტორია ევროპარლამენტარი ესტონეთიდან სვენ მიქსერი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ყურადღება გამახვილდება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე რამდენიმე მიმართულებით, თუმცა ამავდროულად, შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.
„ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მისამართით წარმოებული სასამართლოს საქმეების გამო, რომელმაც ხელი შეუწყო უნდობლობის ზრდას და დაძაბულობის გაღრმავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, ასევე ხელი შეუწყო პოლარიზაციას საზოგადოებასა და პოლიტიკაში. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პატივი სცეს დამოუკიდებელი სასამართლოს უმაღლეს სტანდარტს და მიუკერძოებელ სასამართლოს, რისი ვალდებულებაც მას აკისრია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გადაიხედოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურები და მათ დანიშვნამდე უზრუნველყოფილი იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება.
„მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურაში სერიოზული ხარვეზები გამოვლინდა“,-აღნიშნულია დოკუმენტში.