Babajana LOGO

ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ წარმოუდგენელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა

16 მაისს 2020 05:51ნახვები 1 394წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელ პერიოდში გამოიჩინა, საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი და მძაფრი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. მელიას თქმით, ქართული ოპოზიციის ერთიანობამ და საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი აიძულა, პოლიტიკური პატიმრები, მისი „პირადი მძევლები“ გაეთავისუფლებინა.
„ქართული ოცნება“ წარმოუდგენელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები, პირადი მძევლები: გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. არ ვიქნები მართალი, თუ სიმართლეს ბოლომდე არ ვიტყვი, რომ ალბათ, საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ისეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება, რაც ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელ პერიოდში გამოიჩინა. სწორედ ქართული ოპოზიციის თანმდიმდევრულობამ და ერთიანობამ, ასევე ქართული საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ოლიგარქი აიძულა გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები. ეს მისასალმებელია. ეს ნიშნავს, რომ საქართველო არცერთ გადადგმულ ნაბიჯში აღარ იქნება მარტო; ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება, როგორც არასდროს, დგას ქართული საზოგადოების გვერდით და მხარს უჭერს მას. ამას სჭირდება განვითარება, მით უფრო, როდესაც ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გვყავს ხელისუფლება, რომელმაც გაანულა ყოველი სახის ნდობა, რაც აქამდე გააჩნდა,“ - განაცხადა მელიამ.
ის ასევე გამოეხმაურა აშშ-ის სენატორებისა და კონგრესმენების მიერ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსადმი წერილით მიმართვას, სადაც საქართველოში აშშ-ის კომპანიების და ბიზნესის შევიწროების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
„როდესაც ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წამყვანი პოლიტიკოსები ოლიგარქს უკვე ღიად ბრალს სდებენ და კორუფციასა და რუსეთთან კავშირში ამხელენ, ეს არ არის გასახარებელი საქმე. როდესაც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკოსი ტედ კრუზი, სხვა კონგრესმენებთან და სენატორებთან ერთად, ამას გეუბნება, ეს საგანგაშოა. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველამ ერთად - პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ, სამოქალაქო სექტორმა - ოქტომბრამდე გავაკეთოთ ხელისუფლების საქმეც და ყველაფერი ვიღონოთ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა არ დაიკარგოს,“ - განაცხადა მელიამ. გარდა ამისა, ნიკა მელიამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა 8 მარტის შეთანხმების საბოლოოდ შესრულებისა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებისაკენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals