Babajana LOGO

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა

15 მაისს 2020 03:57ნახვები 488წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 393 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.
ინფორმაციისთვის, 671 ადამიანიდან 393 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania