Babajana LOGO

"უნიანი" - მიხეილ სააკაშვილი „რეფორმატორთა გუნდს“ აგროვებს

14 მაისს 2020 15:53ნახვები 2 247წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი „რეფორმატორთა გუნდს“ აგროვებს,- ამის შესახებ „უნიანი“ სააკაშვილის "ფეისბუქის" პოსტზე დაყრდნობით წერს, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი განაცხადის ფორმა გამოაქვეყნა.
„თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენ მეგობრულ, აქტიურ და ძლიერ რეფორმატორულ გუნდს, გთხოვთ, შეავსეთ ეს ფორმა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი "სოციალურ ქსელში".
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 7 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.
მიხეილ სააკაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ფაქტი მისი დანიშვნის შესახებ უკვე მოწმობს, რომ ზელენსკი მზად არის გადადგას არაორდინალური ნაბიჯები.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania