12/05/201 707 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თენგიზ ცერცვაძე - უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად ვერ განვიხილავთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველომ კორონავირუსთან დაკავშირებით ამჟამინდელი პოზიტიური ტალღა შეინარჩუნოს, მოსახლეობამ მინიმუმ სამი აუცილებელი წესი მაინც უნდა დაიცვას, ესაა ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება.
როგორც ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმი“ განაცხადა, ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებად ჯერ ვერ განიხილება.
„იმისთვის, რომ ეს პოზიტიური ტალღა შევინარჩუნოთ ერთადერთი ეფექტიანი გზა არსებობს. როდესაც ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნება, ეს ბოროტად არ უნდა გამოვიყენოთ. ეს არ უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ უგულებელყოფილი იყოს უსაფრთხოების ყველა ის ზომა, რასაც აქამდე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ვიყენებდით. საჭიროა იმ ჩვევების შესრულება, რომელიც მოქალაქეებმა გამოიმუშავეს არა როგორც სავალდებულო, ან ჯარიმის შიშით, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით. მინიმუმ სამი წესი მაინც უნდა შევინარჩუნოთ, ეს არის ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები ამით არ შემოიფარგლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმრავალი შეკრებებისგან თავშეკავება. ის უდავო წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია, მხოლოდ პირველი ეტაპია და მას, როგორც პანდემიაზე საბოლოო გამარჯვებას ვერ განვიხილავთ. მხოლოდ მაშინ ჩავთვლით, რომ საქართველო პანდემიას გაუმკლავდა, როდესაც ეს შეზღუდვები სრული მასშტაბით მოიხსნება და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუ მაშინაც შევინარჩუნეთ ეპიდემიის სცენარის ეს დონე და ახალი შემთხვევების ეს რაოდენობა, მხედველობაში მაქვს ერთნიშნა ან ორნიშნა ციფრი, მაგრამ არაუმეტეს 20-ისა, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა პანდემიას გაუმკლავდა, მაგრამ, მუდმივად ფრთხილად უნდა ვიყოთ“,-განაცხადა ცერცვაძემ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA