Babajana LOGO

პრემიერი - 8 მარტის შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი

11 მაისს 2020 07:55ნახვები 1 363წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
8 მარტის შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
მისი თქმით, საარჩევნო სისტემა, რაზეც 8 მარტს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანმხდა და რითიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, მმართველი გუნდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 8 მარტის შეთანხმება იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის პროცესში, საერთოდ 8 მარტის შეთანხმება ქართული დემოკრატიის მიღწევაა, რომელშიც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, კონკრეტული ქვეყნების ელჩებმა მიიღეს პირდაპირი მონაწილეობა, როგორც ფასილიტატორებმა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საერთოდ საარჩევნო სისტემა, რომელზეც 8 მარტს შეთანხმდნენ, ეს იმდენად მნიშვნელოვნაი ხარისხობრივი სისტემური ცვლილებაა ქვეყნის დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, რომ ამ მიღწევის რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ქვეყანაში საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება არის ფუნდამენტური თემა, რომლის ირგვლივაც მთლიანად პოლიტიკური სპექტრი შეთანხმდა. პერსონალურად ჩემთვის პროპორციული სისტემა და პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული სისტემა, რომლითაც ჩვენ წლევანდეილ არჩევნები უნდა ჩავატაროთ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ, ჩემთვის პერსონალურად, ჩვენი გუნდისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კიდევ ერთელ ვიმეორებ - სისტემური საკითხი, რომელიც ხაზს უსვამს ქართული დემოკრატიის ხარისხს და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარების ვექტორს აწესებს, ეს არის ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი მიღწევა. ამ შეთანხმების რაიმე სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ვერც წარმომიდგენია, ვთვლი, რომ ეს არის უბრალოდ შეუძლებელი”, - განაცხადა გახარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania