მიხეილ სააკაშვილი - უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია
საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, უკრაინა-საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ გააჩნია.
„შეიძლება ერთი არამოკრძალებული კითხვა? ელჩი, რომელიც „გაიწვიეს“, როგორ ჩავა?
ახლა კი სერიოზულად:
პრეზიდენტი ზელენსკი ემხრობა იმას, რომ უკრაინამ საქართველოსთან ურთიერთობები განავითაროს მიუხედავად იმისა, ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში და ამაში მე მას სრულად ვუჭერ მხარს. ეს არის ბრძნული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება.
საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობები სულ მცირედითაც კი გააუარესოს.
მე ვფიქრობ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ყველაფერი კარგად იქნება, ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.