Babajana LOGO

ამირან გამყრელიძე - ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ ვირუსს უკვე მოვერიეთ, კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ და ორ თვეში

07 მაისს 2020 13:19ნახვები 529წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება. როგორც მან  განაცხადა, გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, ასეთია ყოველდღიური მონაცემები. ამის ერთ-ერთი კარგი ინდიკატორი გახლავთ ის, რომ გამოჯანმრთელების ყოველდღიური მაჩვენებელი ახალ ინფიცირებულთა რიცხვს აჭარბებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ტესტირება სერიოზულად გაფართოებულია, გაოთხმაგებულია PCR ტესტების მაჩვენებელი ქვეყანაში. ანუ, უფრო მეტი ადამიანია გამოკვლეული და ნაკლები ინფიცირებული ვლინდება“, - აცხადებს გამყრელიძე. მისი თქმით, ამის მიუხედავად, ძნელია ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ ვირუსის პრობლემა დაძლეულია. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ამ პრობლემასთან თანაცხოვრებას და ამავდროულად, ქვეყანაც მოემზადოს.
„ამის თქმა რთულია. განვითარების გარკვეული ისტორია ყველა ქვეყანამ გაიარა და თითქმის ბევრის მაჩვენებელი ემთხევევა, რომ შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექვსე, მეშვიდე, მერვე კვირა ხდება ხოლმე კრიზისული კვირები. ჩვენ ახლა მეშვიდე კვირის ბოლოს ვართ. შედარებით ნაკლები დაზიანებით შევედით ე.წ. კრიზისულ პერიოდში, მაგრამ რადგან ეს ინფექცია ნაკლებად ცნობილია,არ ვიცით მეორე, მესამე ტალღა როგორ შეიძლება განვითარდეს, ხალხში არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ აი, შემთხვევების კლება გვაქვს და ვირუსს უკვე მოვერიეთ, თან გარკვეული შემსუბუქებები არის. ზოგადად, ეს თეზა უკვე მთელ მსოფლიოში მკვიდრდება. კორონავირუსის პრობლემა არ მორჩება ერთ, ორ თვეში, შეიძლება ერთ წელიწადშიც. ჩვენ თანდათან უნდა მივეჩვიოთ ამ პრობლემასთან ერთად თანაცხოვრებას და ქვეყანაც მოემზადოს“,-განაცხადა გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office