05/05/203 221 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

"გეორგიევსკის დიდ დროშას დრონები გადაატარებენ თბილისს " - პრორუსული ორგანიზაციების გეგმები 9 მაისს

9 მაისი თბილისში ისევ პრორუსული ძალების აქტიურობის დღე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, კრემლის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები "ვაკის პარკში" უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებას მაინც გეგმავენ. მათი თქმით, ისინი არ დაემორჩილებიან პანდემიის პირობებში დადგენილ წესებს და თავადვე უზრუნველყოფენ ომის ვეტერანების ტრანსპორტირებას. მოძრაობის წევრების შეკრებას კანონით აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკით გეგმავენ. მზადება უკვე დიდი ხანია დაწყებულია. უკვე არსებობს ფინანსური მხარდაჭერაც, პირდაპირ რუსეთიდან.
საქართველოში მოძრაობა "უკვდავი პოლკის" წარმომადგენელი ირაკლი ყიფიანი აპირებს, რომ თბილისის თავზე დრონების საშუალებით "გეორგიევსკის დროშა" გადააფრინოს.
"თბილისის თავზე გადაიფრენს რამდენიმე დრონი, რომელიც დროშას გადაატარებს.  ყველანი მოიქეცით ძალიან ჭკვიანად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ ზომებს, როგორიც მიგვიღია. სამართალდამცავმა უწყებებმა დაკავებით შეაშინონ ის, ვინც შეუშინებიათ. არავინ ჯარიმა არ დაწეროს, თორემ ის ჯარიმის ქვითრები სად ამოყოფს თავს, მაგას მე, ირაკლი ყიფიანი გპირდებით, რომ განახებთ. ტყუილად არავის ვემუქრები, თქვენ ეტყობა, აგერიეთ ვიღაც-ვიღაცებში და ყველაფერს დაგილაგებთ და განახებთ, ღმერთი არ გაგიწყრეთ, რამე არ შეგეშალოთ, მოგმართავთ უმაღლესი თანამდებობის პირებს. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, თუ მე, მაგალითად, აღდგომის ლიტურგიაში მივიღე მონაწილეობა და ღამე გავათენე ტაძარში, რატომ არ შემიძლია 9 მაისს მოვიდე ვეტერანებთან ერთად?" - აცხადებს ირაკლი ყიფიანი.
ის არ უარყოფს, რომ რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და ამაში პრობლემას ვერ ხედავს:
"ჩვენ გვაფინანსებს ფონდი "რუსკი მირ", ჩვენ ამას არ ვმალავთ. ასევე ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში. ფულს სუნი არ აქვს, ასეთი იდეოლოგია მაქვს. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს," - აღნიშნა ირაკლი ყიფიანმა "კურიერთან" საუბრისას.
"უკვდავი პოლკი" რუსეთში დაარსებული ორგანიზაციაა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის გმირების საფარქვეშ ახორციელებს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას. ამ მოძრაობას მსოფლიოში საკმაოდ დიდი ქსელი აქვს და მას კრემლი გულუხვად აფინანსებს.
მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენელი გიგა მაქარაშვილი აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო არ აღკვეთს ამ ადამიანების თავნებობას, ამას სამოქალაქო საზოგადოება გააკეთებს და მათ საშუალებას არ მისცემს, რომ თბილისში ოკუპანტების დროშა აღიმართოს.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც "კურიერს" უწყებაში განუცხადეს,  ასეთი შეკრება აკრძალულია, რადგან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY