Babajana LOGO

ლევან გოფოძე - მზად ვართ, 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ

05 მაისს 2020 06:25ნახვები 1 375წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ისეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცრებული პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს. ჩვენ, მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, - ამგვარად რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე სინგაპურის უნივერსიტეტის კვლევას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება 6 ივნისს უნდა დასრულდეს.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანამ დაიწყო დაღმასვლა, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც „ლიდერობდა“ კოვიდინფექციაში და უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ.
„პროგნოზები არამხოლოდ სინგაპურის, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტებმაც დადეს, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. ასეთი პროგნოზები ძალიან კარგია. ვფიქრობ, ოპტიმისტური განცხადებაა და კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცრეუბლი პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს. ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ყველა ქვეყანამ დაიწყო დაღმასვლა, მართალია არ შეწყვეტილა ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში რომელიც „ლიდერობდა“ ამ კოვიდინფექციაში ასე, რომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ,“ - აღნიშნა ლევან გოფოძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania