22/04/201 437 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ და ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სატელეფონო საუბრის შესახებ პრესრელიზი ევროკავშირმა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა. გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ 21 აპრილს განხორციელებულ სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების შესახებ, პანდემიასთან ბრძოლის საკითხები და მის სოციალური და ეკონომიკური შედეგები განიხილეს. ასევე, საუბრისას აღინიშნა, რომ ევროკავშირი დახმარების სახით საქართველოს 183 მილიონ ევროზე მეტს გამოუყოფს.
„ჟოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა საქართველოსადმი ევროკავშირის დახმარებას ამ კრიზისის დაძლევის საქმეში. ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებაზე გლობალური რეაგირების ფარგლებში, ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანას მხარდაჭერის პაკეტი გამოუყო. ჯამში 80 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება ჯანდაცვის სექტორში არსებული გადაუდებელი საჭიროებებისთვის არის გამიზნული, ხოლო 883 მილიონი ევრო - სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მოკლე-ვადიანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან დახმარების სახით უშუალოდ საქართველო 183 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, პრესრელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი პარტნიორობის გათვალისწინებით, რაც ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააძლიერებენ ურთიერთობას და მოუთმენლად ელოდებიან შეხვედრას ასოცირების საბჭოს შემდეგ სხდომაზე, როდესაც მხარეებს ამის შესაძლებლობა მიეცემათ.
„ევროკავშირი საქართველოს რეფორმების პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. ის ასევე მტკიცედ ემხრობა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ კონტექსტში აბსოლუტურად მიუღებელია სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარედ განვითარებული ბორდერიზაციის ბოლოდროინდელი მოვლენები,“- ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA