13/04/201 809 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

საქართველოს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს ყოველთვიურად 150 ლარს გადაუხდის – IMF

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცნობით, საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიური სუბსიდიის სახით 150 ლარი გადაეცემათ მთავრობისგან. ამის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ფონდის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. IMF ხაზს უსვამს, რომ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს, თუმცა როგორც ცნობილია, ასეთი გეგმის შესახებ საქართველოს მთავრობას ჯერ არაფერი განუცხადებია. ნეტგაზეთი მთავრობას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხზე განცხადებას ხვალ გააკეთებენ.
IMF-ის ვებგვერდზე კი წერია, რომ სუბსიდია მათ შეეხებათ, ვინც საშემოსავლო გადასხადს იხდიდნენ და შეწყვიტეს კრიზისის გამო. თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ბუნდოვანია, როგორ მოხვდებიან ამ სქემაში თვითდასაქმებულები. ამავე ინფორმაციის თანახმად, სუბსიდიას მიიღებენ ის ბიზნესებიც, რომლებიც თანამშრომლებს შეინარჩუნებენ.
“ასევე მთავრობა სუბსიდირებას გაუწევს 9 ძირითადი პროდუქტის იმპორტს (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო, წიწიბურა). გარდა ამისა შექმნის აღნიშნული სურსათის მარაგს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი ლარი იქნება. მთავრობა განიხილავს საკრედიტო გარანტიის სქემის შექმნას, რათა ხელი შეუწყოს COVID-19– ის პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის აღდგენას”, – წერია IMF-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გარდა ამისა, IMF-ს ჩამოთვლილი აქვს ის ღონისძიებები, რომელიც მთავრობამ უკვე განახორციელა ან დააანონსა, მათ შორის გარკვეული გადასახადების დროებით შეჩერება ბიზნესის ნაწილისთვის, კომუნალური გადასახადების სუბსიდია მათთვის, ვინც 200 კილოვატზე ელექტროერნგიასა და 200 კუბურ მეტრ გაზზე მეტს არ მოიხმარს და ა.შ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში ასევე მოხსენიებულია ის ღონისძიებები, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ და ამ დრომდე გაატარა, როგორიცაა საგანგებო სიტუაციის გამოცხადება, გარკვეული რეგიონების საკარანტინო სივრცეებათ გამოცხადება და მათი ჩაკეტვა, ასევე სასწავლო პროცესის შეჩერება და საზღვრების ჩაკეტვა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY