საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი გამოჯანმრთელებულია - ჯამში 68
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, საერთო ჯამში თბილისის ინფექციურში კოვიდ19-სგან 45 პაციენტია განკურნებული, ქვეყნის მასშტაბით კი უკვე – 68.
„ერთ პაციენტთან დღეს განმეორებით უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ერთი პაციენტი გაჯანმრთელებული დაგვემატა. ჩვენთან არის უკვე გამოჯანმრთელების 45-ე შემთხვევა, ქვეყნის მასშტაბით იქნება 68 გაჯანმრთელებული“ , – განაცხადა ეზუგბაიამ.