27/01/201 263 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ინფექციურის დირექტორი - აეროპორტში შემოწმებულ მგზავრებს შორის არაა არც ერთი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ან კორონავირუსის სხვა სიმპტომები ჰქონდა

ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრთა შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არ დაფიქსირებულა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ან კორონავირუსთან დაკავშირებული რაიმე საეჭვო სიმპტომი ჰქონდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, უშუალოდ ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ან მგზავრები, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ, მაგრამ იქამდე ჩინეთში იმყოფებოდნენ, აეროპორტებში მოწმდებიან, ინფექციური საავადმყოფოსთვის მიმართვის ვალდებულება კი მხოლოდ იმ მგზავრებს აქვთ, რომლებსაც შემოწმების შედეგად ტემპერატურა დაუფიქსირდებათ.
„ყველა შემოწმება ხდება აეროპორტში და გამშვებ პუნქტებში. თუ შემოწმების შედეგად ადამიანს დაუფიქსირდება ტემპერატურა, მან უნდა მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. ჩინეთიდან არ ყოფილა ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა ექნებოდა, ან კორონავირუსის მიმართულებით საეჭვო იქნებოდა, ასეთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა. ერთი ადამიანი იყო ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომელსაც ქვეყნიდან გამოფრენის მომენტში ტემპერატურა ჰქონდა, აქ რომ ჩამოფრინდა უკვე აღარ ჰქონდა, თუმცა ინფექციურს მაინც მომართა. მას კორონავირუსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI