საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისები განხორციელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი - პარიზი-თბილისი ; 18 აპრილი - თელავივი-თბილისი ; 21 აპრილი - რომი-თბილისი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways.
„ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.
მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება : 7 აპრილი - ათენი-თბილისი ; 10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი; 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი; 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით სამშობლოში დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.