Babajana LOGO

გიორგი ვაშაძე - დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად, მთავრობას ღიად უწოდეს „საქართველოს კორუფიული მთავრობა“

25 იანვარს 2020 20:47ნახვები 483წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად და ღიად უწოდეს საქართველოს მთავრობას - „საქართველოს კორუფციული მთავრობა“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს სამწუხარო ფაქტია, რომელიც ქვეყნის რეალურ სურათს ასახავს.
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად და ღიად უწოდეს საქართველოს მთავრობას - „საქართველოს კორუფციული მთავრობა“. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ის რეალობაა, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. "ქართული ოცნება“ დასავლეთისთვის უკვე გადახაზულია და როგორც პროდასავლური, აღარც ძალა აღარ არსებობს. დასავლეთი ემზადება და მხარს დაუჭერს მშვიდობიანი არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებას“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania