Babajana LOGO

მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა სერიოზულია, პრობლემური პაციენტები არიან

23 მარტს 2020 11:54ნახვები 719წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 30 პაციენტიდან 4 პრობლემურია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ კორონავირუსთან ერთად, თანმდევი დაავადებებიც აქვთ.
„ჩვენთან მყოფი 30 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა პროგრესულად სერიოზულია, ანუ პრობლემური პაციენტები არიან. ეს პრობლემურობა გამოწვეულია ამ ოთხი პაციენტის ასაკობრივი ზღვარის გამო, ერთ-ერთ მათგანს მაღალი ასაკობრივი ხანდაზმულობით და პარალელურ რეჟიმში, თითოეულ პაციენტთან არის თანაარსებული მძიმე დაავადებები. ერთთან არის მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მეორესთან მძიმე ჰიპერტონიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და მძიმე პნევმონია. ჯერჯერობით, არსებულ მკურნალობას გარკვეულწილად ექვემდებარებიან და ასეთი მზარდი პროგრესირება არ შეინიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ასე გაგრძელდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მიუხედავად მკურნალობისა, შეიძლება დაავადების პროგრესირება გაგრძელდეს და პროგნოზი ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ არ იყოს კარგი”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania