საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
საქართველო გადადის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. "ამ ღონისძიების ძირითადი მიზანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვაა პანდემიის პირობებში." განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა. პრემიერის თქმით, საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.