20/03/203 243 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

თენგიზ ცერცვაძე - პატარა ზეიმი გვქონდა სამსახურში, ის რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ მას უკვე თვენახევარია ვაკეთებთ

იმას, რაც ტრამპმა გუშინ თქვა, ჩვენ უკვე თვენახევარია ვაკეთებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კორონავირუსის ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების ლეგიტიმურობის ბრძანება გასცა. ცერცვაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ პრეპარატს უკვე თვეზე მეტია ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად იყენებს.
„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის გარკვეული რეკომენდაციები, სადაც „პლაქვენილი“ დაასახელეს დაავადების, ახალი კორონავირუსის ერთ-ერთ სამკურნალო საშუალებად. თუმცა, მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის, ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, ის როგორც პრეზიდენტი იღებს თავის თავზე, რომ ეს მედიკამენტი - „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით გაუშვას გამოსაყენებლად და მისი გამოყენება ლეგიტიმური გახადოს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმი გვქონდა სამსახურში. ის რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ უკვე თვენახევარია“, -განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისათვის, პლაქვენილი  აქამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მალარიის საპროფილაქტიკო დანიშნულებით გამოიყენებოდა. ამ მომენტისთვის სააფთიაქო ქსელში წამალი თავისუფალ გაყიდვაშია და 60 აბის ფასი, 49 ლარი და 63 თეთრია. შესაბამისად, გამოდის, რომ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის 1 ცალი აბი 83 თეთრი ღირს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY