Babajana LOGO

აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო

16 მარტს 2020 22:57ნახვები 1 873წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge
აშშ-ში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო. ექსპერიმენტული ვაქცინა პირველ მოხალისეს უკვე გაუკეთდა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press [AP] ავრცლეებს.
კორონავირუსზე "პოტენციური" ვაქცინის გამოცდა სიეტლში, ვაშინგტონის შტატის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარეობს. COVID-19-ის "სატესტო" ვაქცინა ჯანრთელ მოხალისეებს გაუკეთდებათ.
"ეს საუკეთესო შესაძლებლობაა ჩემთვის, რომ რაიმე ვიღონო [კორონავირუსის წინააღმდეგ]", - ამბობს სატესტო ვაქცინაციის მოლოდინში, 43 წლის ერთ-ერთი მოხალისე.
აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის თმით, თუ ეს სამეცნიერო კვლევა წარმატებით ჩაივლის, ვაქცინის ფართოდ გავრცელებას 12-დან 18 თვემდე მაინც დასჭირდება, -"ვაქცინის შექმნა გადაუდებელი პრიორიტეტია". ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მეცნიერთა ათობით ჯგუფი მუშაობს, სხვადასხვა ტიპის ვაქცინის შესაქმნელად.
ვირუსი სახელად COVID-19 მსოფლიოში კვლავ სწრაფად ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიო მასშტაბით 180 ათასამდე ადამიანია დაინფიცირებული, აქედან 78,292 გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა - 7,074.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania