16/03/202 387 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ცერცვაძე: თუ Covid 19-ის მეოთხეულად გადაეცა, საგანგებო მდგომარეობა საჭირო გახდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა ჯერ არ გამოვლენილა, თუმცა, თუ ასე მოხდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდება საჭირო.
"მეოთხეული გადაცემა ზომების გამკაცრებას მოითხოვს, სხვა სიმკაცრის ზომებია მისაღები საგანგებო მდგომარეობის სახით, რასაც მიმართა ჩინეთმა, იტალიამ", - თქვა ცერცვაძემ ტვ პირველის ეთერში. მან ასევე კიდევ ერთხელ ახსნა, რას ნიშნავს ვირუსის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე რიგის გადაცემები.
"პირველი რიგის გადაცემა ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქე ინფიცირდება უცხოეთში ან უცხოეთიდან ჩამოსული სტუმარი მას აინფიცირებს. მეორე რიგია, როცა უცხოეთიდან დაინფიცირებული მოქალაქე გადასცემს საქართველოს მოქალაქეს. მესამე რიგია, როცა თავად დაინფიცირებული მოქალაქე აინფიცირებს საქართველოს სხვა მოქალაქეს. მეოთხე რიგი ნიშნავს, როცა მესამე გადასდებს მეოთხეს.
რატომ არის ასეთი დრამატული განსხვავება - ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ იგულისხმება, რომ პირველი სამი რიგის დროს ჩვენ ვიცით, ვისგან გადმოგვედო. მკაფიოდ ვიცით ყველა კონტაქტი, გვაქვს საშუალება, ეს კონტაქტები გამოვიკვლიოთ და მისი ნეიტრალიზება მოვახდინოთ, ანუ არაკონტროლირებადი გავრცელების რისკი ძალიან ნაკლებია.
მეოთხე ნიშნავს, რომ პიროვნება დაინფიცირდეს, მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, აღმოაჩნდეს კორონავირუსი ისე, რომ არ იცის, საიდან დაინფიცირდა: მარკეტში, ქუჩაში, კინოში თუ სხვა ადგილას. მე არ ვამბობ იმაზე, ვინც მალავს, პირველი რიგიც შეიძლება დამალო - როცა მართლა არ იცი, ვისგან გადმოგედო, ამ დროს იწყება ინფექციის უკონტროლო გავრცელება.
იყო ამაზე საუბარი, დღესაც გვქონდა ექსპერტების ჯგუფს შეხვედრა. მე ვფიქრობ და ბევრმა მხარი დამიჭირა - მეოთხეული გადაცემა საქართველოში ჯერ არ გვქონია, ვინაიდან კონტაქტების ჯაჭვში ვიღაცამ მაინც იცის, ვისგან დაინფიცირდა. ასე რომ, მინდა თამამად ვთქვა, საქართველოში მეოთხეული გადაცემა ჯერ არ ყოფილა",- თქვა ცერცვაძემ.
16 მარტს საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 637. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA