14/03/202 298 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ეპიდსიტუაცია უარესდება, არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია მთელს მსოფლიოში უარესდება. მისი თქმით, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია, ამიტომ ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაშიც გაიზრდება.
გამყრელიძის შეფასებით, მიუხედავად ეპიდსიტუაციისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსოფლიო კორონავირუსს დაძლევს.
„როცა ეპიდემია არის, პიკი რა თქმა უნდა, ყოველთვის დგება. მე შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევათა ზრდა გვექნება, რადგან შემთხვევათა ქვესვლა არის მხოლოდ ჩინეთში, ხოლო ყველგან ჩინეთს გარეთ და უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია. ინფექციის შემთხვევა ჩინეთთან ერთად გახლავთ უკვე 140 000, ანუ 60 000 შემთხვევა დაფიქსირდა უკვე ჩინეთს გარეთ. დღეს, ყველა ქვეყანაში ფიქსირდება სერიოზული ზრდა, ანუ ეპიდსიტუაცია უარესდება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირდება შემთხვევათა მატება, მაგრამ ამისთვის უნდა იყოს ყოველმხრივი მზადება. ჩვენ არ უნდა მივეცეთ პანიკას იმიტომ, რომ ამ ინფექციას მსოფლიო დაძლევს. ერთადერთი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა ვიმუშაოთ რამდენიმე მიმართულებით. ერთი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ინფექციის შემოტანა და აუცილებლად დავიცვათ საკარანტინო, ასევე თვითიზოლაციის პირობები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,