Babajana LOGO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა

13 მარტს 2020 21:00ნახვები 918წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ევროპა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ეპიცენტრი გახდა, -ამ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გიბრეისუსი ავრცელებს.
მისი თქმით, ევროპაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ეს ჩინეთში ეპიდემიის პიკის დროს იყო. მან მსოფლიო ლიდერებს კორონოვირუსის წინააღმდეგ მთელი ძალისხმევით ბრძოლისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია მიმდინარე წლის 11 მარტს გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 5 123 ადამიანი ემსხვერპლა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania