Babajana LOGO

ჩინეთში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა აპრილში მზად ექნებათ

13 მარტს 2020 17:46ნახვები 1 325წყარო: rustavi2.geფოტო: rustavi2.ge
ჩინეთის მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ მომდევნო თვეში კლინიკური ცდებისთვისა და განსაკუთრებული სიტუაციებისთვის კორონავირუსის ვაქცინა მზად ექნებათ, ამის შესახებ New York Post წერს.  იმისთვის, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდეს, სულ მცირე 12-18 თვეა საჭირო, თუმცა, ჩინეთის კანონონმდებლობის მიხედვით, მისი გამოყენება გადაუდებელ სიტუაციებში მანამდეც არის შესაძლებელი, თუ საჭიროება რისკებს აჭარბებს. 
ვაქცინაზე მუშაობენ აშშ-შიც, მასაჩუსეტსში მდებარე ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Inc. უკვე გადასცა ვაქცინა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს გამოსაცდელად. პირველადი შედეგები ივლისში, ან აგვისტოში იქნება. 
 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania