იტალიის პრემიერმა იტალია წითელ ზონად გამოაცხადა
იტალია წითელ ზონად ოფიციალურად გამოცხადდა. რაც ნიშნავს იმას რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ყველა სკოლა 2020 წლის 3 აპრილამდე, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება და დაწესდა შეზღუდვები ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე.
ინფორმაცია ქვეყნის წითელ ზონად გამოცხადების შესახებ დღეს, 9 მარტს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა გააცნო ჟურნალისტებს. იტალიის მთავრობამ რადიკალური ზომების მიღება კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადაწყვიტა.