Babajana LOGO

რომან გოცირიძე - ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის ხელმძღვანელობა და მინისტრები მხოლოდ ნოვოსიბირსკი-თბილისის რეისით გაფრინდებიან

09 მარტს 2020 15:27ნახვები 1 648წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ჩათვალეთ, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა და მინისტრები თავის ცხოვრებაში ვერ შეყოფენ ცხვირს ევროპაში და გაფრინდებიან მხოლოდ ნოვოსიბირსკი-თბილისის რეისით, ხოლო ბიძინა ივანიშვილს დაედება უმკაცრესი სანქციები,- ასე პასუხობს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე ჟურნალისტების შეკითხვას, არსებობს თუ არა გუშინ მიღწეული შეთანხმების დარღვევის რისკი. დეპუტატი მიიჩნევს, რომ შეთანხმების დარღვევა წარმოუდგენელია, რადგან ამას სანქციები მოჰყვება.
"წარმოუდგენელია ამ შეთანხხმების დარღვევა, ვინაიდან მასში მონაწილეობდა ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ. გაფორმებულია ისეთი ხელშეკრულება, რომლის დარღვევა გამოიწვევს უმკაცრეს სანქციებს. ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა და მინისტრები თავის ცხოვრებაში ვერ შეყოფენ ევროპაში ცხვირს და გაფრინდებიან მხოლოდ ნოვოსიბირსკი- თბილისის რეისით. ხოლო ბიძინა ივანიშვილს დაედება უმკაცრესი სანქციები. ამიტომ ამის დარღვევა წარმოუდგენელია", - აცხადებს გოცირიძე. მისივე თქმით, როცა განცხადებაში არის ნახსენები სასამართლო სისტემის პოლიტიზება, ეს დიპლომატიური ენაა და იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გამოიყენებოდა პოლიტიკური რეპრესიებისთვის.
„ელჩების ენა და პოლიტიკოსების ენა განსხვავებულია, როცა განცხადებაში არის ნახსენები სასამართლო სისტემის პოლიტიზება, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გამოიყენებოდა პოლიტიკური რეპრესიებისთვის და პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებულნი, ისინი ვინც არიან მსჯავრდებულები გიგი უგულავას სახით და ისინი ვინც არიან დროებით პატიმრობაში, აღკვეთის ღონისძიებით, როგორიც არის ირაკლი ოქრუაშვილი, ბესიკ თამლიანი, გიორგი რურუა და ა.შ. ძალიან მარტივია მექანიზმი, ვისზე მოახდენს ოქრუაშვილი გავლენას, როცა ე.წ. მოწმეები არიან პოლიციელები? დღესვე შეუძლიათ გაათავისუფლონ. რაც შეეხება გიგი უგულავას, აქაც არსებობს მექანიზმი ხელისუფლებას შეუძლია განახორციელოს შეწყალების აქტი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania