14/05/213 280 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

კახიშვილი - უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ, რომ ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ

„ქართული ოცნების“ დეპუტატ კახი კახიშვილს 13 მაისს გაკათებულ მწვავე განცხადებებთან დაკავშირებით განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ თუ დეპუტატს აქვს ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, მასთან კონსულტაციები შედგება.
ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ კახიშვილს პარლამენტის ფორმირების პროცესში ორი თანამდებობა შეეთავაზა:
„შემიძლია, საიდუმლო გაგიმხილოთ: როდესაც არჩევნების შედეგ პარლამენტი ყალიბდებოდა, მას ორი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვა. რაიმე ინტერესი თუ არის, რომ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურად იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, გამოცდილების მქონე გუნდის წევრია და შესაბამისად, მასთან კონსულტაციები გვექნება“.
თუმცა კობახიძის კომენტარი არ პასუხობს კახიშვილის მიერ გაჟღერებულ ძირითად პრეტენზიებს. კერძოდ, კახიშვილმა 13 მაისს „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ როგორც მაჟორიტარს, კონკრეტული საქმის გაკეთებაში ხელს ბიუროკრატიული მანქანა უშლის. ამ კონტექსტში მან ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ის გარემოება დაასახელა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ:
„მე კი ვმუშაობდი პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაგრამ ასეთი პირდაპირი შეხება პოლიტიკასთან, როგორიც დღეს პარლამენტიდან მაქვს, არ მქონია და სიმართლე გითხრათ, არც სურვილი არ მქონია, რომ ეს გამოცდილება მიმეღო. ახლა უფრო მეტად ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი და არ შევსულიყავი პარლამენტში და გამეგრძელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა.
მე არ ვარ ლიდერი, ლიდერები სხვები არიან, მე რიგითი დეპუტატი ვარ. არავინ არ მებრძვის, მაგრამ, ამავდროულად, თვლიან, რომ ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს რაღაცას პარლამენტში და გააკეთოს, კი ბატონო, ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, კახიშვილი გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება, ჩემთვის მთავარია, უმრავლესობა, რომლის წევრიც ვარ, არ მინდა გაილანძღოს. რაღაც საკითხებს ვერ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბიუროკრატიული მანქანა მიშლის ხელს. არ მუშაობს კარგად მექანიზმი. როდესაც მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც იქნება შუამავალი საკანონმდებლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, მე ამ პასუხისმგებლობას ვატარებ და ვერავის მივცემ საშუალებას, გამანულოს და სიტყვა, რომელიც ნათქვამი მქონდა, ვერ შევასრულო. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და რეაგირება დროულად მოახდნონ“,– განაცხადა კახიშვილმა თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI