არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას - ენმ-ს საგანგებო განცხადება
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სურს პოლიტიკური პატიმრები, ნიკა მელია და გიორგი რურუა, ოპოზიციასთან და დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 აპრილს სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის სხდომიდან კიდევ ერთხელ გააძევა.
"არავინ არ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას, ნიკა მელია, ისევე როგორც გიორგი რურუა უპირობოდ უნდა გათავისუფლდნენ საპატიმროებიდან, ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი. უნდა დასხდნენ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, დღეს არსებული უმძიმესი კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.მისი განცხადებით, უნდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას, ეს საბოლოოდ მაინც მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 აპრილს სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ის სხდომიდან კიდევ ერთხელ გააძევა.