მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დაინიშნა
დღეს, 13 აპრილს, 12:00 საათზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადებები გაკეთდება.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.