11/04/211 365 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

ერდოღანი უკრაინაზე: იმედი გვაქვს, შემაშფოთებელი ესკალაცია რაც შეიძლება მალე დასრულდება

თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს სტამბოლში შეხვდნენ. შეხვედრაზე ლიდერებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული მდგომარეობა განიხილეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გამოთქვა იმედი, რომ ესკალაცია რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად დასრულდება.
"იმედი გვაქვს, რომ შემაშფოთებელი ესკალაცია რომელსაც ბოლო პერიოდში ვხედავთ რაც შეიძლება მალე დასრულდება, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გაგრძელდება და კონფლიქტი მინსკის შეთანხმებაზე დაფუძნებული დიალოგით გადაწყდება. ამისთვის მზად ვართ ნებისმიერი სახის მხარდაჭერა უზრუნველყოთ." - თქვა ერდოღანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, მან ერდოღანს დონბასში მიმდინარე მოვლენებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული საფრთხეები და საპასუხო მოქმედებები.
"დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების და შავი ზღვის რეგიონში გამოწვევებზე ერთობლივი საპასუხო მოქმედებების საკითხები. აღსანიშნავია, რომ კიევი და ანკარა თანხმდებიან, როგორც საფრთხეებზე ასევე იმაზე, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ საფრთხეებს" - თქვა ზელენსკიმ.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ თურქეთმა და უკრაინამ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისთვის ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ჩართულობით ახალი პლატფრომაზე დაიწყეს მუშაობა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ეს მოქმედება არ არის რაიმე სახით მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან სირიის, ლიბიის და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტებში, თუმცა აკრიტიკებს ყირიმის ანექსიას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI