09/04/211 488 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ - შეთანხმება ცუდი არ არის, არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს

პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, შეთანხმება ცუდი არ არის, არავინ ჩამოგხსნით ეპოლეტებს, თუ შეთანხმება გაფორმდება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დოკუმენტში არის. შეთანხმება არ „ტეხავს“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უნდა გაგრძელდეს, თუმცა იმ ხუთივე პრინციპულ საკითხზე, რასაც ოპოზიციური სპექტრი აყენებს.
„ის მდგომარეობა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, ასე დიდხანს ვერ იქნება ჰაერში ჩამოკიდებული. განცხადება გავაკეთე იმისთვის, რომ ჩემი პრინციპული მზაობა დამეფიქსირებინა შეთანხმებისთვის იმ ხუთივე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დოკუმენტშია. ვფიქრობ, ეს პროცესი უნდა დაიძრას და ამისთვის ყველამ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯერ მესამე რაუნდი ჩატარდეს. ამ დოკუმენტში {ახალი ტექსტი, რომელსაც ვაშაძის ინფორმაციით, მედიატორები ამზადებენ} უნდა იყოს ხუთივე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტა, მათ შორის პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და რიგგარეშე არჩევნების თაობაზე უნდა იყოს კონკრეტული გზა. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი ყველა ოპოზიციური პარტია იყოს. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. მე უბრალოდ ვთქვი ის, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ გვიჭირდა და არც არასდროს გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ამ დოკუმენტს ხელი ყველამ მოაწეროს“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ: გიორგი ვაშაძემ გუშინ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, მომავალ კვირას მედიატორები მხარეებს შეთანხმების ახალ დოკუმენტს შესთავაზებენ. „შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ კვირას 5-ვე საკითხთან დაკავშირებით დაიდება ახალი შინაარსის დოკუმენტი - აგერ ნახეთ, შეთანხმება აუცილებლად იქნება!“, - განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA