ვუმეოროთ შვილებს, არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია! - დეკანოზი თამაზ ლომიძე
"ეს უნდა ვუმეოროთ ჩვენს თავს და ჩვენს შვილებს ყოველდღე: გახსოვდეს, რომ სწორედ იმ 9 აპრილის ღამის, იგივე საბჭოთა სამხედროების ნიჩაბია და იგივე მხუთავი გაზია დღესაც ენგურში რომ გიხრჩობს შვილებს, ეზოში გიბამს მავთულხლართებს და თვალებს სთხრის შენს გოგო-ბიჭებს. ამიტომ, არ დაივიწყო 9 აპრილის ქართველთა ბრძოლა და მსხვერპლი საქართველოს თავისუფლებისთვის.
არ შეწყვიტო ბრძოლა, რუსეთი დღესაც ოკუპანტია!"
წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე 9 აპრილის ტრაგედიიდან 32-ე წლისთავზე.