08/04/211 512 ნახვა წყარო: tvpirveli.geფოტო: tvpirveli.ge

ელოდნენ რომ გამტეხდნენ, აწყობთ რომ აღარ ვარსებობდე - ნიკა მელია

„ხელისუფლებისთვის ჩემი გამოშვება პოლიტიკურად წამგებიანია“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ „ტვ პირველს“ განუცხადა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომას „პირველებთან“ გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში  საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
დღეს პროკურატურას მოუწია იმის აღიარება, რომ 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო და ქვეყნის საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა. თითქოს, მე შემეძლო სურვილისამებრ გირაო გადამეხადა და დავტოვებდი საპატიმროს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოტყუვდა. ევროპარლამენტარებიც შეიყვანეს შეცდომაში. პროკურატურამ დღეს აღიარა, რომ იმისთვის, რომ მე გირაო გადავიხადო, ჯერ პროკურატურა უნდა შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში, რომ აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეცვალონ. როგორც კი სასამართლო დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, მე იმ წამს შემიძლია საპატიმროს დატოვება და 45 დღე მექნება ვადა გირაოს გადასახდელად, რასაც არ გადავიხდი და მოუწევთ ჩემთან ოფისში სახანძრო კიბეებით მოსვლა. თუ პროკურატურას სურს, რომ მე გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?- ამბობს ნიკა მალია.
მისი თქმით, ხელისუფლებაში ელოდნენ, რომ გამტეხდნენ:
ელოდნენ, რომ მე გამტეხდნენ და უსამართლობას თავს დავუხრიდი. ამიტომ, ახლა იძულებულები არიან, რომ საკუთარ ხაფანგს, რომელშიც მოექცნენ, თავი დააღწიონ. ყველა ჟურნალისტს ვთხოვ, ჰკითხონ ხელისუფლებას, იქნებ მე გირაოს გადახდა მინდა, რატომ არ მაძლევენ შესაძლებლობას? მოსამართლეს უფლება არა აქვს, არ დააკმაყოფილოს პროკურატურის შუამდგომლობა ღონისძიების შემსუბუქების შესახებ და მე იმ წამს შემიძლია, დარბაზი დავტოვო. მეცინება, "ოცნებაში" ისეთი პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებებს, რომლებსაც ამომრჩევლებისთვის ხელიც კი არ აქვთ ჩამორთმეული - განაცხადა მელიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY