Babajana LOGO

ნიკოლოზ სამხარაძე - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია, ამიტომ ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა

08 აპრილს 2021 05:32ნახვები 675წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ყველა ტრანშს, რომელიც ირიცხება საქართველოში, მოჰყვება გარკვეული პირობითობა - ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესრულებულია, ამიტომ მე ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა,- ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის განცხადებას.
ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირისგან ფინანსური ტრანშის მიღების წინაპირობა სასამართლოსთან დაკავშირებული კანონის ვენეციის კომისიის შესაბამისად შეცვლა იყო. მისი თქმით, ევროკავშირს, საქართველოს მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, შესაძლოა, არასწორი ინფორმაცია აქვს, თუმცა, მარტივია გადამოწმება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მასში ასახულია თუ არა.
„ზედმიწევნით არის შესრულებული ის პუნქტები, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან იყო რეკომენდირებული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უბრალოდ აიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, აიღოს კანონი და შეადაროს, შესრულებულია თუ არა ეს პუნქტები. აქედან გამომდინარე ეს ჩემთვის გაუგებარია, შეიძლება კომუნიკაციის პრობლემაა, შეიძლება რაღაც ვერ გაიგეს ან არასწორად გაიგეს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მარტივია გადამოწმება შესრულებულია თუ არა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ნებისმიერი ადამიანი ამას ძალიან მარტივად მოახერხებს.
ყველა ტრანშს, რომელიც ირიცხება საქართველოში, მოჰყვება გარკვეული პირობითობა, ეს ევროკავშირისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ერთ - ერთი პირობა იყო, რომ ჩვენ უნდა შეგვეცვალა კანონი ვენეციის რეკომენდაციების პასუხად და ამის შემდეგ მოხდებოდა მეორე ტრანშის გადმორიცხვა. ჩვენ ეს კანონი შევცვალეთ ვენეციის რეკომენდაციების შესაბამისად, 8 ოქტომბერს მივიღეთ ის, წინა პარლამენტი დასრულებული იყო და ამას ვერ გააკეთებდა, შესაბამისად, ახალ პარლამენტს მოუწია ეს. ეს რეკომენდაციები შესრულებულია, ამიტომ მე ვერ ვხედავ, რა უნდა იყოს ამ ტრანშის გადმორიცხვის წინაღობა,"- განაცხადა სამხარაძემ.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals