08/04/211 174 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ევროკავშირი საქართველოს - უზენაესის საკითხზე რეკომენდაციების გათვალისწინება, ფინანსური დახმარების ერთ-ერთი პირობაა

უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების მიღებისას, ვენეციის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება ფინანსური დახმარების გაცემის ერთ-ერთი პირობაა, - ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი. 
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი იმედგაცრუებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა შერჩევის წესში საკანონმდებლო ცვლილებების ნაჩქარევი წესით მიღების გამო.
"პირველ აპრილს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ევროკავშირს შერჩევის პროცესთან და არსებულ წესებთან დაკავშირებული ხარვეზების გამო, შეშფოთება არაერთხელ გამოუთქვამს. 
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს ცვლილებები ნაჩქარევად, მრავალმხრივი საკონსულტაციო პროცესის გარეშე შეადგინა და მიიღო. დანანებით აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ერთხელ უკვე მიიღო ეს კანონმდებლობა დაჩქარებული პროცესით, ვენეციის კომისიისადმი დროულად მიმართვისა და კომისიის საბოლოო მოსაზრებისთვის მოცდის გარეშე. 
ამიტომ, ევროკავშირი დაჟინებით ურჩევს საქართველოს, რომ უმოკლეს დროში მოითხოვოს ვენეციის კომისიის შეფასება იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება მიღებული ცვლილებები კომისიის წინა რეკომენდაციებს.  ვენეციის კომისიის დასტურის შემთხვევაში, ახალი საკანონმდებლო წესები, კონკურსის ყველა მონაწილეზე თანასწორად უნდა გავრცელდეს.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ უზენაესი სასამართლო, როგორც საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანცია, დაკომპლექტებული იყოს უმაღლესი პროფესიული კომპეტენციისა და კეთილსინიდისერების მქონე მოსამართლეებით. უზენაესი მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ერთ-ერთი პირობაა მოქმედი პროგრამის ფარგლებში მეორე მაკროფინანსური დახმარების საკითხის გადაწყვეტისას, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY