კარანტინის გაუქმებას არ ვაპირებთ - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პასუხი დევნილებს
"ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთდღიანი კარანტინი აუცილებელია და გაუქმებას არ ვაპირებთ" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა, დევნილებს უთხრა, რომლებსაც ცოტა ხნის წინ შეხვდა.
ინფორმაციას ამის შესახებ, "სირცხვილიას" წევრი, ნოდარ რუხაძე ავრცელებს. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
ინფორმაციას ამის შესახებ, "სირცხვილიას" წევრი, ნოდარ რუხაძე ავრცელებს. მის Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
დევნილთა სამინისტროსთან გვქონდა საპროტესტი აქცია. მოვახერხეთ და ორი აფხაზეთიდან დევნილი შევახვედრეთ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს.
გიორგი წოწკოლაურის პასუხები:
- ოკუპირებულ გალში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხუთდღიანი კარანტინი აუცილებელია და გაუქმებას არ ვაპირებთ.
- რამდენი დროშაც არ უნდა იქნიოთ, “სირცხვილიამ” და სხვებმა, მაინც იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც გვინდა.
- თქვენ ხართ პოლიტიკურად ანგაჟირებულები, აქცია კი მიზანმიმართული პროვოკაციაა.
- პოზნერი “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოიყვანა.
- რუსული ოკუპაცია “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულია, ჩვენ ნუ მოგვთხოვთ პასუხებს, - წერს რუხაძე.