Babajana LOGO

ოკუპირებული გალიდან ზუგდიდში წამოსული 3 ადამიანის ცხედარი ნაპოვნია, ერთს ეძებენ

07 აპრილს 2021 03:21ნახვები 513წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ შემოვლითი გზით წამოსული ერთი ადამიანის პოვნა ჯერ ისევ ვერ ხერხდება, სამის ცხედარი კი ნაპოვნია.  მათ შორის ერთი მათგანი მდინარე ენგურმა - სოფელ შამგონასთან ცოტა ხნის წინ გამორიყა. ოთხივე ადამიანი გალიდან ზუგდიდში გადასვლას ცდილობდა, მდინარე ენგური მათ ფეხით უნდა გადაელახათ.
"წამოვიდა 4 კაცი და დაიკარგა. არ ვიცით წყალმა მოუსწრო, არ ვიცით რა დაემართათ, დაიკარგა 4 ადამიანი. ჰესიდან წყალი გამოუშვესო და ეტყობა მოუსწრეს. ან გაუხსნან გზა, რამე უშველონ ხალხს", - ამბობს ადგილობრივი.
ოთხივე ადამიანი რუსი ოკუპანტებისთვის თავის არიდებას ცდილობდა, სავარაუდოდ, სწორედ მდინარის ფეხით გავლის დროს, ადიდებულმა წყალმა ისინი გაიტაცა. დაკარგულების ოჯახებმა მომხდარის შესახებ ქრთულ მხარეს აცნობეს, თუმცა ამბობენ, რომ არავინ დაკონტაქტებიათ.
"ჩვენ გვეგონა, რომ ორი იყო მაგრამ 4-ია ნამყოფი. ორი ერთი ოჯახის წევრია, ცოლ-ქმარი, ჯონი გვალია და მისი ცოლი და თამაზ (ბათლანძე?), ისიც გალიდან არის,  შამგონასთან მდინარემ გარიყა, მემგონი უკვე გალშია გადასვენებული საკუთარ სახლში", - ამბობს ადგილობრივი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals