07/04/211 089 ნახვა წყარო: radiotavisupelba.geფოტო: radiotavisupelba.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეშფოთებულია რადიო თავისუფლებაზე რუსეთის ხელისუფლების ზეწოლით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების ქმედებებით, რომელიც მიმართულია „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საფუძველზე რადიო თავისუფლების(RFE/RL) საქმიანობის აღკვეთისკენ.
მსოფლიოში დემოკრატიული პრინიციპების დასამკვიდრებლად და შესანარჩუნებლად დამოუკიდებელი მედიის როლზე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს(USAGM) დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კელუ ჩაომ ილაპარაკეს 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის, ნედ პრაისის ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა USAGM-ში გაერთიანებულ მედიასაშუალებებს, მათ შორის რადიო თავისუფლებას და „ამერიკის ხმას“. პრაისის განცხადებით, ამ მედიასაშუალებების დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებში, სადაც რეპრესიული მედიაგარემო და ცენზურაა და გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, ან ისჯება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის თანახმად, ენტონი ბლინკენმა და კელუ ჩაომ ერთმანეთს გაუზიარეს სერიოზული შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის მთავრობა მედიის თავისუფლების შეზღუდვას განაგრძობს და ახალი მოთხოვნებით, მათ შორის პოტენციური სისხლისსამართლებრივი დევნით ცდილობს რუსეთიდან რადიო თავისუფლების განდევნას.
რუსეთში მოქმედი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონით, რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ვალდებულია საკუთარი საქმიანობის ფინანსური ანგარიშები წარადგინოს და პუბლიკაციებს კონკრეტული მარკირება გაუკეთოს. ბოლო თვეებში, რუსეთის მარეგულირებელმა სამსახურმა „როსკომნადზორმა“ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს და რეგიონულ პროექტებს ბრალად დასდო კანონის 400-მდე დარღვევა და დაახლოებით მილიონი დოლარით დააჯარიმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY