05/04/211 804 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

თურქეთში სტამბულის საზღვაო არხის გაყვანის მოწინააღმდეგე ყოფილი სამხედროები დააკავეს

თურქეთში 100-ზე მეტმა ყოფილმა მაღალი რანგის ოფიცერმა ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა მთავრობის გადაწყვეტილებას სტამბულის არხის შენების შესახებ. მათი აზრით ამ არხის გახსნა დაარღვევდა მონტროს საზღვაო კონვენციას და ერდოღანს მისი დაცვისკენ მოუწოდებნენ. 
თურქეთის მთავრობამ 10 ხელმომწერი დააკავა და მათ ისინი დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საქმეების ჩარევაში დაადანაშაულეს. ასევე ისინი დააკავშირეს 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან. 
რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სტამბულის არხის გაჭრა სურს. მშენებლობა გასულ თვეში დაიწყო. ეს მისი ერთ-ერთი უდიდესი ინფრასტრუქტურულ-ეკონომიკური პროექტია. მისი შესრულება კითხვის ნიშნებს გააჩენს მონტროს კონვენციასთან დაკავშირებით, რომელიც შავ ზღვაში სამოქალაქო და სამხედრო გემების მოძრაობას არეგულირებს.
კონვენცია 1936 წელს გაფორმდა და ის თურქეთს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლს აძლევს. კონვენცია უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას. ასევე, მის ფარგლებში, იმ ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, რომლებიც შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, ეზღუდება შავი ზღვის წყლებში გაჩერების პერიოდი. 
კონვენცია მოიცავს მხოლოდ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, ახალი არხის გაჭრა კი, მისი დარღვევის საშუალებას იძლევა, თუკი მას არ გადახედავენ. 
ყოფილი სამხედროების თქმით ეს პროექტი თურქეთის ინტერესების საწინააღმდეგო იქნება. 
გასულ კვირაში თურქეთის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ მონტროს კონვენციის დატოვება არც კი განიხილება.
მონტროს კონვენციის გაუქმება შავიზღვისპირეთის გეოპოლიტიკის აბსოლუტურ შეცვლას გამოიწვევს. კერძოდ, NATO-სა და აშშ-ს სამხედრო ხომალდებს მეტი ხნით გაჩერება შეეძლებათ შავი ზღვის წყლებში, ვიდრე ახლა. ამ ხელშეკრულების გაუქმება რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ თურქეთში დაკავებულ რამდენიმე ყოფილ ადმირალს შორის, იყვნენ პრორუსული განწყობის პირებიც. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ