02/04/211 458 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილი - თქვენ არ გიყვართ საქართველო, თქვენ გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა

"ერთი მხრივ გული მერევა, როდესაც ვუყურებ ივანიშვილის შნირებს, ამ მართლა ავადმყოფ არარაობებს და მეორე მხრივ ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, ჩვენი პატრიოტული სულით და ჩვენი ქართველობით", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსი პროპაგანდისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტსა და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
მისი თქმით, მთავარი პოზნერი კი არა, მის დელეგაციაში მყოფი პირებია, რომლებიც "ჰიბრიდული ომის ყველაზე წინა ხაზზე მებრძოლები, და უბრალოდ ჯარისკაცები კი არა, გენერლები არიან".
"დელეგაციაში იყო ტასის გენერალული დირექტორი - "ტასი" ეს არის ოფიციალური სააგენტო რუსეთის მთავრობის, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია საქართველოს და სხვა მეზობლების წინააღმდეგ. "სპუტნიკი" - ეს არის სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას და იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, პოზნერი ძველი "კგბ"-შნიკი და საქართველოს დაუძინებელი მტერია. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, "ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი ადამიანები ორგანულია".
"დააკვირდით ივანიშვილის ბოტებმა რა ამბავი ატეხეს, დღეს სტუმარია ის ჩვენი, ვაჟა ფშაველა.. რა სტუმარია? სტუმარი არ არის ეს. ესაა ის ადამიანი, რომელიც გორბაჩოვთან ერთად გამოაგორა პუტინმა 2008 წელს. იმიტომ, რომ დასავლეთში რაღაც სახელი ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი. ესაა ძველი კაგებეშნიკი. საქართველოს დაუძინებელი მტერი... სტუმარს უნდა მოვექცეთ, როგორც სტუმარს, მტერს როგორც მტერს. მტერი, რომელიც შემოდის ქვეყანაში სტუმარი არ ხდება, იმის გამო, რომ აქვს ვიზა", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი"ქართულ ოცნებას" მათი განცხადებების პასუხად მიმართავს:
"თქვე საცოდავებო რამდენი უნდა მომედავოთ მე? რამდენი წელია არ მიშვებთ ქვეყანაში და კიდე მე მეზომებით, ეს ხომ ნიშნავს, რომ არარაობები ხართ, არავინ არ ხართ. ეს ხაზს უსვამს თქვენს სიპატარავეს. იმას, რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, თქვენ გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა. თქვენ ხართ მოღალატეები საქართველოსი", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA