არაა გამორიცხული, ზოგიერთი მინისტრი და მიშელიც, თავად ჩამოვიდნენ საქართველოში - ჟოზვიაკი
შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ბრიუსელში დღეს შეხვდება და ჩაშლილი მეორე რაუნდის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის, - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა რიკარდ ჟოზვიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული კრიზისის გადაწყვეტისთვის ევროპული საბჭოს პრეიზდენტსა და ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში საგანგებო ვიზიტით ჩამოსვლა მოუწიოს.
მისი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული კრიზისის გადაწყვეტისთვის ევროპული საბჭოს პრეიზდენტსა და ევროკავშირის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისში საგანგებო ვიზიტით ჩამოსვლა მოუწიოს.
"ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს მათი სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მინისტრი და მიშელიც, თავად ჩამოვიდნენ საქართველოში, რადგან შეშფოთებულები არიან, რომ პროგრესი ჯერ კიდევ არ არის. ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, თუმცა ამას დრო სჭირდება. აპრილის ბოლოს კი ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც განიხილავენ - თუ რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის და რა გეგმა ექნება ევროკავშირს", - თქვა ჟოზვიაკმა.პოლიტიკური კრიზისი საქართველოში სავარაუდოდ ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც აპრილის ბოლოს უნდა გაიმართოს.