01/04/211 272 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ახლა მხოლოდ მოსკოვში იღიმიან და რამდენიმე ადამიანი "ქართულ ოცნებაში" - კრამერი

"ახლა მხოლოდ მოსკოვში იღიმიან და რამდენიმე ადამიანი "ქართულ ოცნებაში" - ასე აფასებს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი, მოლაპარაკების მეორე რაუნდის წარუმატებელ დასასრულს.
დევიდ კრამერმა ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა და თქვა, რომ პოლიტიკური კრიზისის ყოველი ახალი დღე კრემლისთვის  გამარჯვებაა. სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მცდელობის შემდეგ, პროცესებში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი  - ამერიკის შეერთებული შტატები და ოცნების ხელისუფლებაზე ზეწოლა გააძლიეროს.
"ვფიქრობ, ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ მაინც ძალიან სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ მოიტანა. მე არ მინდა დავუკარგო დამსახურება ევროკავშირს, მათ ნამდვილად ყველაფერი იღონეს, მაგრამ ახლა აშშ უნდა ჩაერთოს საქმეში. ვაშინგტონი განზე იდგა თუ არ ჩავთვლით ელჩის მუშაობას. ის და მისი ევროპელი კოლეგა ჩართულები იყვნენ ამ ყველაფერში. მე ვფიქრობ, რომ ახლა დახმარება პირდაპირ უნდა წამოვიდეს.  ამერიკელებისთვის მგზავრობა ახლა ძალიან რთულია იმის გამო, რომ კოვიდშეზღუდვები მოქმედებს და ბევრ თანამდებობაზე აქ ხალხი ჯერ დამტკიცებული არ არის. მაგრამ იქნებ კონგრესის წევრებმა ითამაშონ როლი ამ საქმეში, მე ვფიქრობ, რომ გასული სამშაბათის სენატში მოსმენების შემდეგ სენატში არსებობს ინტერესი. ამიტომ იმედი მაქვს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტ ჩართულობას ვიხილავთ. ყოველი ახალი დღე ამ კრიზისის არის დარტყმა საქართველოს იმიჯზე და გამარჯვება კრემლისთვის. ახლა მხოლოდ მოსკოვში იღიმიან და რამდენიმე ადამიანი "ქართულ ოცნებაში", - თქვა კრამერმა "მთავარ არხთან".
დევიდ კრამერმა მმართველ პარტიას მიმართა დროულად უზრუნველყოს პოლიტპატიმრების ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.
"ეს არ არის კარგი სიტუაცია და ის დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. პირველ რიგში მელია და რურუა უნდა გათავისუფლდნენ, ამისთვის აშშ-მა ზეწოლა უნდა გააძლიეროს, შემდეგ ორივე მხარე უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და იმუშაოს გამოსავალზე", - ამბობს დევიდ კრამერი.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY