საქართველოში, პოზნერის მასპინძელი, რუსი ოლიგარქის ცოლი, მომღერალი მირანდა მირიანაშვილია
"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ კრემლის პროპაგანდისტული მედიის გამორჩეული სახის, ვლადიმერ პოზნერისა და მასთან ერთად 40-მდე რუსი ჟურნალისტისა და შოუ სამყაროს წარმომადგენლების მასპინძელი მირანდა მირიანაშვილია - რუსეთში ცნობილი მომღერალი და მილიარდერი ბიზნესმენის მეუღლე, რომელიც საქართველოში თავისი პოლიტიკური აქტივობებითაც ვიცნობთ. სწორედ მირიანაშვილმა დააორგანიზა რუსთავი 2-თან საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა.