Babajana LOGO

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიონი ლარი გამოყო

02 მარტს 2020 16:52ნახვები 1 094წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანდაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოეყო.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 1 მილიონი ლარი გამოუყო.
აღნიშნული განკარგულება, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, 30 იანვრით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა“ 28 იანვარს დამტკიცდა და დოკუმენტის მიხედვით, შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში უნდა დააფინანსონ გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ფინანსური რესურსი გამოუყოს ჯანდაცვის სამინისტროს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania