Babajana LOGO

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 19 პაციენტიდან 8-ს არანაირი ვირუსი არ დაუდგინდა

02 მარტს 2020 11:39ნახვები 764წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
09.00 საათისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 19 პაციენტია, რომელთა შორის 3-ს რამდენიმე დღის წინ ლუგარის ცენტრში კორონავირუსი დაუდგინდა. ამ დილას ლუგარის ცენტრიდან 8 პაციენტის პასუხი გახდა ცნობილი და ყველა უარყოფითია, მათ არც a და არც b ტიპის ვირუსი არ აქვთ, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციას არ ექვემდებარებიან და საკარანტინო ზონაში გადავლენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს.
რაც შეეხება დანარჩენ 8 პაციენტს, რომლებიც ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან, მათ ლუგარის ცენტრი ტესტირებას დღეს დილითვე ჩაუტარებს და პასუხები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა და შემხებლობაში იყვნენ ირანთან და იტალიასთან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania