Babajana LOGO

საქართველოს დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხზე რუსეთი პირობებს აყენებს

27 თებერვალს 2020 19:32ნახვები 2 646წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
რუსეთი ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა, პირობებს აყენებს, - იუწყება რუსული მედია.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, აღნიშნული პირობა ასახულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმაში, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს ჯერ არ შეუძლია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება.
სამინისტროს განმარტებით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თბილისმა უნდა შეადგინოს დაზარალებულთა ზუსტი სია, დააზუსტოს დარღვევები, რომელთა გამო დაზარალდა თითოეული მოქალაქე და დაზუსტდეს თანხის ოდენობა.
სააგენტო წერს, რომ მოსკოვში შიშობენ, რომ კომპენსაცია, შესაძლოა, იმ ადამიანებმა მიიღონ, რომელთა დაზარალებულად ცნობა არ შეიძლება.
მათივე თქმით, საქართველოს მიერ წარმოდგენილ სიაში 1795 ადამიანია. მათგან 290 უნდა გამოირიცხოს, რადგან ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ დოკუმენტს არ შეესაბამებიან. მხოლოდ სიის დაზუსტების შემდეგ შეძლებს რუსეთის მხარე კომპენსაციის გადახდას.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania