02/03/211 195 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკა ბესელია - როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა, პრემიერის დღევანდელი რიტორიკა შემაშფოთებელია

პლებისციტის იდეა საერთოდ უადგილოა. ახლა საუბარია, რომ ახალი არჩევნების თარიღზე შეთანხმება მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგას, ხოლო პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელია.
„გუშინ ამას ვუწოდე, ევროპული ჟანგბადი ქართულ, დახურულ პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია ამ სარკმელს ისევ არ ამოკეტავს. პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, ამიტომ მომიზეზება იმისა, რომ აქტივისტები რატომ მართავენ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ეს არგუმენტად არ გამოდგება!
გუშინდელი ფორმატი და დიალოგის გახსნა, რაც ძალიან დიდი დამსახურებაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ წესრიგით, რაც გუშინ ჩამოთვლილი იყო. ამ ორ კვირაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ასოცირების კომიტეტის სხდომა არ ჩატარდება, კონკრეტული შედეგი უნდა დაიდოს. როდესაც ხელისუფლება ხარ, კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგა. ხომ გვინდა, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა აღარ იყოს, ქვეყანაში დამშვიდდეს?! მე მგონია, რომ პლებისციტის იდეა ახლა საერთოდ უადგილოა, ახლა საუბარია, რომ შეთანხმება ახალი არჩევნების თარიღზე მოხდეს, განისაზღვროს საარჩევნო ცვლილებების ძირითადი საკითხები", - განცხადა ბესელიამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA